logo
ENG



"გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა, ჩვენი მეგობარია" - კობახიძე სერგეენკოზე

12 ივლ 202312:51
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატ დავით სერგეენკოს ბევრი არასაპატიო გაცდენა დაუგროვდა, რის გამოც პარლამენტმა მისი საკითხი უნდა განიხილოს. კობახიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პარტიის შიგნით ჯერ მიუღიათ. 

"როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, კონსულტაციები გვექნება ბატონ დავითთან და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას... არაფერს არ ვუკავშირებ, ბატონი დავითი არის ჩვენი მეგობარი", - განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო დეპუტატის მანდატს ტოვებს. 

საპროცედურო საკითხთა და წესდების კომიტეტი აღნიშნულ საკითხზე 14 ივლისს, 12:00 საათზე იმსჯელებს. 

პარლამენტში დეპუტატობამდე დავით სერგეენკო ჯანდაცვის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი იყო. 2012-2019 წლებში იყო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

სერგეენკოს მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ ცნობები მას შემდეგ ვრცელდება, რაც დეპუტატმა მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა ე.წ. რუსული კანონის განხილვისას. სერგეენკო ამ პერიოდის შემდეგ პარლამენტში მუშაობას ფაქტობრივად აღარ აგრძელებდა.

 

close დახურვა